გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: ელექტრო ძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია ყველამ ერთად გადავარჩინოთ

22-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობა თბილისში, საცობების პრობლემის გადაწყვეტას წარმოადგენს.


მისივე თქმით, ელექტრო ძრავიანი ავტომობილები ქალაქის ეკოლოგიის გადარჩენას ემსახურება.


“მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.


კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დღეს გაჟღერებული კონკრეტული თარიღების მიმართულებებსა და ერთეულებში გაწერილი გეგმა,  იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ უკვე გაისად  დედაქალაქის ქუჩებში ჩვენი მოსახლეობისათვის ასე სასურველ სურათს ვიხილავთ, როგორც მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სათანადო და კომფორტული მომსახურების თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებით - ქუჩებში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტითა  და ერთიანი იერსახით არსებობის თვალსაზრისით.


რაც შეეხება მიწისზედა მეტროს მშენებლობას, ეს არის პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ისეთი ერთის შეხედვით ძალზედ მძიმე პრობლემისა, რასაც დედაქალაქში საცობები წარმოადგენს, მით უმეტეს ამ იმპორტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, თუმცა საფუძვლიანი ოპტიმიზმისთვი თუნდაც ათენის ანალიგიური მაგალითი იქნებოდა საკმარისი.


ელექტრო ძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია და მასთან ერთად ჩვენი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობა ყველამ ერთად გადავარჩინოთ.


ამიტომ თავმდაბლად მოვუწოდებდი თანაქალაქელებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთაც გეგმაში აქვთ ავტომობილის შეძენა, დავამკვიდროთ ერთგვარი თბილისური ტრენდი და ვიმოძრავოთ ელექტრო და სხვა ეკონომიურ ძრავიანი ავტომობილებით და ამით გავხდეთ თანამონაწილე დიდი საერთო საქმის, მით უმეტეს, რომ ამას თან ახლავს თბილისის მერის მიერ გაცხადებული კონკრეტული უპირატესობები ასეთი ავტომობილის ფლობელთათვის.

პირადად მე ვეცდები უახლოეს ხანში შევუერთდე ამ ტრენდს,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930