გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გელა ნიკოლეიშვილი ცესკოში მომხდარ შემთხვევაზე: თუ დადასტურდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაშინ უნდა ველოდოთ ბრალის წაყენებას, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს

17-11-2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.


ინციდენტი „პრაიმტაიმთან“ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ექსპერტიზამ დაადასტურა სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანება, დავით კირთაძის მიმართ შესაძლოა სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


„როგორც გამოაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაწყებულია 118-ე მუხლით, თუმცა ნაწილი დაკონკრეტებული არ არის. სავარაუდოდ, ეს არის მეორე ნაწილი, რადგან მომხდარი დანაშაული სამსახურებრივ მოვალეობებთან იყო დაკავშირებული. აქ საუბარია სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რომელსაც ჯანმრთელობის მოსპობა არ გამოუწვევია და სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა, მაგრამ გამოიწვია პროფესიული საქმიანობის 1/3-ით შეზღუდვა.


თუ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნამდვილად მიღებული აქვს გიორგი კალანდარიშვილს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაშინ არის სრულ შესაბამისობასთან კანონმდებლობასთან. თუმცა, წინასწარ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება ცნობილი, ბრალის წარდგენა ვერ მოხდება. თუმცა, თუკი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში სამართლებრივად უფლება აქვთ, ბრალის წარდგენაც არის მოსალოდნელი. გამოძიების დაწყება არის ლოგიკური. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება ექსპერტიზის დასკვნა, თუ დადასტურდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაშინ უნდა ველოდოთ ბრალის წაყენებას, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, - ამბობს გელა ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930