გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არავის მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც დღესაა ჩამოყალიბებული

22-10-2018

„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი, ასევე, ფიქტიური პარტიების პრობლემას, სოციალური მედიით წარმოებულ შავ კამპანიასა და იმ პროვოკაციებს შეეხო, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ აქვს ადგილი.

 

„ალბათ, არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო. მუდმივად გვესმის ჩვენ შავი პიარი, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი ის ყველაფერი, რაც ხდება ამ კამპანიის გარშემო. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფოს სახსრებს და ასევე, თავისუფალ დროს წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ასევე, გვქონდა საუბარი იმ მძიმე ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. გვქონდა, ასევე, საუბარი მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქების პრობლემაზე, გვქონდა საუბარი იმ შავ კამპანიაზე, რომელიც წარმოებს სოც მედიის მეშვეობით. საუბარი გვქონდა არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ასევე, იმ პროვოკაციებზე, რომელიც ყველა შეხვედრის წინ იმართება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამომრჩეველს. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა მშვიდ გარემოში, ჯანსაღ გარემოში, ევროპული სტილის გარემოში. ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ოპონენტების მიმართ, თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული სტილის კამპანია, ეს არის, რაც გამოარჩევთ მათ, ეს არის მათი სტილი და ხელწერა“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30