გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო პროცესი დასრულდება და ყველა საკითხს მივხედავთ

22-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწვევა.

 

ეს განცხადება მან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

 

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი,  პარლამენტი არ უნდა  ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 

მისივე თქმით, ბიუროს ფორმატი მუდმივად წინასაარჩევნო ბატალიებისთვისაა გამოყენებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასწორია.

 

 

 

„არჩევნები რომ დასრულდება, ჯობია, რომ ბიუროში მუშაობა სხვა რეჟიმში გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ბიუროს ფუნქცია არის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა-გადაწყვეტა. წინასაარჩევნო ბატალიებისთვის  მუდმივად ბიუროს ფორმატს ვიყენებთ და მგონი არასწორი ფორმატია.

 

 

 

დასრულდება საარჩევნო პროცესი და ყველა საკითხს მივხედავთ, საგამოძიებო კომისიით დაწყებული და სხვა გამოძიებებით დამთავრებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031