გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირის პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმაში ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

22-10-2018


ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. მისი საქართველოში ყოფნის დროს, 2017 წლის ივლისში დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.ა.-ს და თითქოსდა დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.


საქართველოში დ.ა.-ს ჩამოსვლის შემდეგ დ.რ-მ ის ნაქირავებ ბინაში მოათავსა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, აუკრძალა თავისუფალი გადაადგილება და ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.რ.-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში გადაჰყავდა და 2018 წლის 12 იანვრამდე მის სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევის ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს თვითონ ისაკუთრებდა.


გამოძიების ეტაპზე, დ.რ. მიმალვას და საქართველოდან მალულად გასვლას შეეცადა, თუმცა 2018 წლის 19 იანვარს, ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე იქნა დაკავებული.


დ.რ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ დ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930