22-10-2018
„დედაქალაქის მერს და თბილისის მთავრობას აქვს გააზრებული, დათვლილი და დროში გაწერილი გეგმა როგორ გავხადოთ თბილისი ეკოლოგიურად ჯანსაღი ქალაქი და როგორ დავუახლოვოთ თბილისის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ფუნქციონირება ევროპულ მაღალი დონის სტანდარტს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
„ამ საკითხებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და ამ წლების მანძილზე სულ იყო მცდელობა ამ პრობლემების მოგვარების, თუმცა ეკოლოგიური და სატრანსპორტო სისტემის გამართვის ასეთი სისტემური ხედვა არ ყოფილა. ყველა ინიციატივა, რომელიც დღეს მერმა წარმოადგინა, მათ შორის 8 ახალი მეტროსადგურის გამართვა, მიწისზედა მეტროს მშენებლობა, ტაქსების სისტემის გაუმჯობესება და ელექტრომობილების მოხმარების წახალისება დიდ იმედს გვიქმნის, რომ ყოველდღიურად დავინახავთ უკეთესობისკენ ცვლილებებს“-აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახი კალაძემ ქალაქის ტრანსპორტის გამართვის მიმართულებით ქალაქში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაცია გამართა.
1-11-2024
1-11-2024