გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მიშა ყაველაშვილი არასოდეს (!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური გავლენების გამტარი და მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასოდეს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა

27-11-2024

„მთავარი პრინციპი, რითაც ჩემი აზრით "ქართულმა ოცნებამ" იხელმძღვანელა, არის ის რომ მიშა ყაველაშვილი არასოდეს(!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური გავლენების გამტარი და მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასოდეს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა. ის სხვა ჩამოსხმის პიროვნებაა“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.


ანჯაფარიძის თქმით, სოცქსელებში, მედიაში, ასევე საზოგადოებაშიც იგი ელოდება, რომ იქნება არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან დაკავშირებით.


„ვიცი რომ სოცქსელებში, მედიაში, ასევე საზოგადოებაშიც იქნება არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენაზე. მთავარი პრინციპი, რითაც ჩემი აზრით „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა, არის ის რომ მიშა ყაველაშვილი არასოდეს(!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური გავლენების გამტარი და მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასოდეს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა. ის სხვა ჩამოსხმის პიროვნებაა... რა თქმა უნდა მეტყვით, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება და ამას არ ვამბობ ემოციების საფუძველზე. ამ კაცმა ყურმოკვრით არ იცის თუ რა არის ევროპა.....და ზედმიწევნით კარგად იცის რა არის ქვეყნის ინტერესები,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30