გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატრანსპორტო კომპანია: ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს, სიცრუეა

23-10-2018


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს, სიცრუეა.

 

ამასთან დაკავშირებთ სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც სატელეფონო ჩანაწერები წარმოადგინეს.

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.

 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ესენი  არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს.

 

ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ფაქტი, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა,” - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031