გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, მძიმე მდგომარეობაშია, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე

28-11-2024

ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, ხედავთ, რომ მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ თავის მართლება და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას.


„მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თვეების განმავლობაში. ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა, საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება თავიანთი მხარდამჭერების მიმართ. ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930