გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ორგზის  ჩემპიონი გახდა

23-10-2018

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს  ჩემპიონი მეორედ გახდა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა.


მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად საქართველოდან გულშემატკივრობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე, მათ ქართველ სამხედროებს გამარჯვება სატელეფონო საუბრის საშუალებით მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. 

ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, გამარჯვებების შედეგად კი, ფინალურ შეხვედრაში გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს შეხვდნენ.


„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში  გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.


სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031