გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

28-11-2024

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს.


მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას.


„ბატონო პრემიერ მინისტრო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას. კმაყოფილებას იწვევს ჩვენს მეგობარ და საიმედო პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენი ახალი მანდატის განმავლობაში, მოძმე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031