გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ გრიგოლ ვაშაძეს პასუხი გავცე

23-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი არ აპირებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.


„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც არაერთხელ მომმართა, თან სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ, მე თავს ვალდებულად არანაირად არ ვთვლი, რომ ვაშაძეს პასუხი გავცე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


საუბარია გრიგოლ ვაშაძის მიმართვაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოლო დროის აქტუალურ თემებზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

„არცერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან, მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას და ეთანხმება პუტინს-მედვედევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებს: პარლამენტის საგამოძიებო წევრობისას რატომ არ მისცა მხარს დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეირაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება. რატომ არ გამოეხმაურა კომპანია ომეგას დარეკეტებაზე და იბერიას დახურვაზე, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031