23-10-2018
თბილისის ნაწილს ხვალ სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.