გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კოჭლოშვილი: საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი

30-11-2024

„წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, მილოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ბოთლებს. უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქციაზე დაშავებული სამართალდამცავი პირების ფოტოებს აქვეყნებს.


მისივე თქმით, „რუსულ პიროტექნიკას“ „ევროპელი მომიტინგეები" ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.


„საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი.


"რუსულ პიროტექნიკას" "ევროპელი მომიტინგეები" ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.


წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, მილოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ბოთლებს.


უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ.


რომ არა ჩვენი პატრიარქი, მაშინ ხელისუფლებაში მყოფი სწორედ ამ პოლიტიკოსების უმრავლესობის გულგრილობითა და საკუთარი ხალხის მიტოვებით, გმირულად დაცემულ ჩვენს თანამემამულეებს საკუთარ სამშობლოში არ ექნებოდათ საფლავი და მათი გვამები იქ გაიხრწნებოდა.


მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოს ქვეყნის მოყვარე ხელისუფლება, რომელიც არაფრის ფასად არ დათმობს იმ მარადიულ ღირებულებებს, რამაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პატარა ერი დღევანდელ დღემდე მოიყვანა“, -წერს ლევან კოჭლოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031