გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც მთავრობის პოზიციას ემიჯნება უთავმოყვარეო ადამიანია, რადგან სიცრუის მსახურებას და ქვეყნის მტრობას გმირობად წარმოგვიჩენს

30-11-2024

„დღეს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ერთი სასიკეთო ტენდენცია გამოკვეთა, სრულად მოხდა ფარული ნაცების და უცოდინართა ლუსტრაცია, საჯარო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის პოზიციას ემიჯნებიან მაგრამ რიგ შემთხვევაში სამსახურიდან წასვლის განცხადებებს არ წერენ“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


ექსპერტი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს იყვნენ პრინციპულები და მთავრობის პოლიტიკის გამიჯვნის პარალელურად დატოვონ სამსახურები.


მისივე თქმით, ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც მთავრობის პოზიციას ემიჯნება უთავმოყვარეო ადამიანია, რადგან სიცრუის მსახურებას და ქვეყნის მტრობას გმირობად წარმოგვიჩენს!


„დღეს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ერთი სასიკეთო ტენდენცია გამოკვეთა, სრულად მოხდა ფარული ნაცების და უცოდინართა ლუსტრაცია, საჯარო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის პოზიციას ემიჯნებიან მაგრამ რიგ შემთხვევაში სამსახურიდან წასვლის განცხადებებს არ წერენ, მეგობრებო იყავით პრინციპული ვირთხები, მთავრობის პოლიტიკის გამიჯვნის პარალელურად სამსახურები დატოვეთ, თქვენ უღირსი საჯარო მოხელეები ხართ, დაუთმეთ ადგილი ღირსეულ, ქვეყნის ერთგულ ადამიანებს! სამწუხაროდ ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც მთავრობის პოზიციას ემიჯნება უთავმოყვარეო ადამიანია, რადგან სიცრუის მსახურებას და ქვეყნის მტრობას გმირობად წარმოგვიჩენს! რომელ გმირობაზეა საუბარი, როცა ელემენტარული სახელმწიფოებრივი აზროვნების და ქმედების არსს ვერ წვდებიან!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031