1-12-2024
„1992 წელს პირველ გადატრიალებას აფხაზეთის ომი მოყვა. მეორე გადატრიალებას 2004 წლის ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები და 2008 წლის ომი მოყვა. ყველა შემთხვევაში მსხვერპლი, დევნილები მივიღეთ და ტერიტორიები დავკარგეთ. მორიგი გადატრიალებაც ომისთვის სჭირდებათ, რასაც მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვება, ცხადია დიდი მსხვერპლით“,- წერს სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგი, ყოფილი პარლამენტის წევრი ირაკლი გოგავა.
მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ პარტიზანული მოქმედებები დაიწყება, რადგან ოკუპანტი დასახლებულ პუნქტებში შემოვა, ეს კი არის ის, რაც ზუსტად სურს დღეს უცხოურ ომის პარტიას.
„მიმდინარეობს საქართველოს ომში ჩართვის გამალებული მცდელობა! ამისთვის სახელმწიფო გადატრიალებას ლამობენ. 1992 წელს პირველ გადატრიალებას აფხაზეთის ომი მოყვა. მეორე გადატრიალებას 2004 წლის ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები და 2008 წლის ომი მოყვა. ყველა შემთხვევაში მსხვერპლი, დევნილები მივიღეთ და ტერიტორიები დავკარგეთ.
მორიგი გადატრიალებაც ომისთვის სჭირდებათ, რასაც მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვება, ცხადია დიდი მსხვერპლით. ამის შემდეგ კი პარტიზანული მოქმედებები დაიწყება, რადგან ოკუპანტი დასახლებულ პუნქტებში შემოვა. სწორედ ეს სურს დღეს უცხოურ ომის პარტიას. ეს ჩვენი ქვეყნის გაჩანაგებას და დაშლას ნიშნავს. "ევროპული მომავალი", "დემოკრატია", "თავისუფლება" და სხვა მაღალი მატერიები ბრიყვების მოსატყუებელი ლოზუნგებია.არავინ ჩვენს მიღებას არსად არც აპირებდა და არც აპირებს - ეს დიდი ტყუილია ხალხის ნაწილის ასაყოლიებლად.
სახელმწიფო გაუმკლავდება ამ დამღუპველ გეგმას, რადგან რისკები ესმით. დასანანია, რომ ბევრი კრიტიკულ მომენტში უპასუხისმგებლობას იჩენს, თუმცა კარგი ისაა, რომ აგენტურის და სასარგებლო იდიოტების სრული ლუსტრაცია ხდება. მათ შემდეგ მოეკითხებათ - ზოგს კანონით, ზოგს მორალით.
ამ პროცესებს სატელევიზიო და ემოციური "ფუჩეჩი" რომ მოვაშოროთ, უცხოურმა მეხუთე კოლონამ პიკზე 10,000 ადამიანი გამოიყვანა (პარლამენტის წინ მოედნის ფართობი 5000 კვ.მ., ხოლო სასარგებლო ფართობი, სადაც ადამიანი შეიძლება დადგეს კიდევ უფრო ნაკლები). ძალადობრივი აქციებისთვის 500-მდე გაწვრთნილი "შტურმავიკი" ყავთ, საიდანაც ორასამდე უკვე დაკავებულია. სახელმწიფო სექტორში 500,000 მოხელეა და განცხადებები 800-მდე სასარგებლო იდიოტმა და ჩანერგილმა აგენტმა გააკეთა. ამიტომ, გადატრიალების რესურსი არ აქვთ. ხალხი ვალდებულია იაქტიუროს სოციალურ ქსელებში, კომენტარებში, პირად საუბრებში. ვიყოთ მზად დავიცვათ ქვეყანა და მშვიდობა ჩვენი შვილებისთვის,“- წერს ირაკლი გოგავა.