გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: გამოდის, რომ საკუთარ კაბინეტში საუბრის მეშინია?

23-10-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არაფერი უცნაური არაა იმაში, რომ ბიზნესმენები მასთან დადიან.


ეს განცხადება ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.


როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ბიზნესმენები მასთან დღეის შემდეგაც ივლიან და ამაში უცნაური არაფერია, რამეთუ, ის ბიზნესის დახმარებას ცდილობს.

"ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს და მეტი სიმდიდრე შეიქმნას ქვეყანაში. მოსახლეობა მხოლოდ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და არა ხელისუფლებამ. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის ჩემთან მოსვლის მიზეზი და ამიტომ მოვიდა ყიფიანი ჩემთან, როცა მათ თამბაქოს წარმოებაზე ჰქონდათ ინტერესი და მე ამ ინტერესს მივესალმე. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა და მე დავპირდი, რომ დავაფინანსებდი ამ პროექტს, სადაც, სხვათა შორის, ყიფიანსაც წილი ექნებოდა. ეს იყო პროექტი რომელიც განხორციელდებოდა აჭარასა და კახეთში და მისი მინიმალური ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო. ძალიან კარგი პროექტი შეიკრა, რაშიც ყველაზე დიდ რისკს თავის თავზე თანაინვესტირების ფონდი იღებდა"-განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, ოქუაშვილთან ჩანაწერები არ არის ავთენტურიო და იგივე დასკვნა დადო სამხარაულის ბიურომ, ამ ჩანაწერებისთვის დიდი ანგარიშის გაწევა არ შეიძლება.


"რაც შეეხება ოქუაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს, ამ ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში და მე მას თურმე ოთხი თითი ვანიშნე. მინდა მაყურებლის ყურადღება მივაქციო, რომ თუ ჩემთან შემოსული კაცის შემოწმება მინდა ჩამწერ აპარატურაზე, ამის პრობლემა არ არის, ეს კაცი პირველად რომ შემოვიდა ნახა, რომ არავინ შეამოწმა ჩამწერ აპარატურაზე და მეორედ შეეძლო ამით ესარგებლა და ჩავეწერე, რაშიც, როგორც ჩანს, ეს კაცი პროფესიონალია. რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს. გამოდის, რომ მე საკუთარ კაბინეტში მეშინია საუბრის და თუ საუბრის მეშინია, მაშინ შევამოწმებდი და რატომ უნდა მეჩვენებინა მისთვის ოთხი თითი და რაც ყველაზე მთავარია, რაში უნდა გადაეხადა ამ ადამიანს ოთხი მილიონი?"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031