გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა ოპოზიციას: ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რომლის შედეგებზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან პირწმინდად წააგეთ

1-12-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით კაჭარავა ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოპოზიციას იმ შეცდომებს უხსნის, რის გამოც მან ბოლო არჩევნები წააგო.


მიმართვაში დეპუტატი ოპოზიციის მარცხის რამდენიმე მიზეზს ასახელებს და ამომრჩეველს, რომელმაც სწორი მხარე დაიჭირა და ქვეყნის სწორი განვითარება აირჩია, მადლობას უხდის.


„ბოლო არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რაზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან ეს არჩევნები პირწმინდად წააგეთ. ეს არჩევნები თქვენ არ წაგიგიათ არჩევნების დღეს. არჩევნები თქვენ მანამდე წააგეთ და ახლა გეტყვით რატომ: პირველ რიგში იმიტომ წააგეთ, რომ არჩევნებამდე თვე-ნახევრის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგები ვხვდებოდით ამომრჩევლებს. დღეში მინიმუმ 3 შეხვედრა იმართებოდა, იყო დღეები, როცა 7 შეხვედრასაც ვმართავდით და ვუხსნიდით ამომრჩეველს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა გზით უნდა გვევლო, რა იყო პრიორიტეტი. ოპოზიციური პარტიის არცერთი ლიდერი და არც მათი მხარდამჭერები არ შეგვხვედრია. მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. მეტიც, ოფისებიც კი არ გაუხსნიათ.


ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყავით იმის იმედად, რომ გარედან მიღებული მითითებები და მესიჯები მოახდენდა საქართველოში ცვლილებას.


ფიქრობდით, რომ მხოლოდ ამის ხარჯზე საზოგადოება მიიღებდა გადაწყვეტილებას და ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია, კარგად გააანალიზა ვითარება, გაერკვა სიტუაციაში, თუ რა ხდებოდა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, იმ მილიონ ორასი ათას ადამიანს, რომელიც სწორ მხარეს დადგა და მოგვცა კიდევ ერთხელ მანდატი იმისთვის, რომ 4 წელი ჩვენს ქვეყანას გავუძღვეთ.


კიდევ რატომ წააგეთ არჩევნები ამასაც გეტყვით - ძალიან კარგად გვახსოვს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაპრინტული მაისურებით დარბოდნენ, როგორ შეკრიბეს ახალგაზრდობა გმირთა მოედანზე და დაადებინეს ფიცი, რა დროსაც ილიას მოწოდებიდან ამოიღეს სიტყვა „სარწმუნოება“.


ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ! ისიც ძალიან კარგად გვახსოვს ვაჟა-ფშაველას დაპრინტული მაისურებით რომ დარბოდით და მაშინ, როდესაც ყველაზე უღირსი საქციელი ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩაიდინა, თქვენ მას ტაში დაუკარით და თანამებრძოლად გაიხადეთ იგი. ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!


გვახსოვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მიტინგზე გამოიყვანეთ ქაშვეთის წინ და ამ ადამიანმა ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენა - თქვა ეს არის სიბნელეო. თქვენ მას ტაში დაუკარით, ფოტოები გადაუღეთ და თანამებრძოლად გაიხადეთ. თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი? დღევანდელობამდე რომ მოიყვანა, ეს საქართველო და ამაში ერთ-ერთი უდიდესი როლი რომ ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიანობას მიუძღვის, ხომ კარგად იცით? ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!


ამიტომ ეს ყველაფერი დაგროვდა და ეს ენერგია, რომელსაც ახლა ხარჯავთ, არჩევნებამდე მიგემართათ სწორად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიგეღოთ, ამ დღეში არ იქნებოდით. თუნდაც ის არ გაპატიათ საზოგადოებამ, ირაკლი კობახიძე შტატებში რომ მიიწვიეს სტუმრად და შემდეგ მიწვევა გააუქმეს, ეს რომ გაგიხარდათ ის არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და როგორც არ უნდა იყოს, ქვეყნის გარეთ ჩვენი პრემიერი ჩვენს სახეს წარმოადგენს. თუ ასე გაწუხეთ ევროინტეგრაცია და ბრაზდებით ამაზე, ჩვენი შიდა აგენტურა რომ დაფრინავს ქვეყნის გარეთ და ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ამაზე რატომ არ ბრაზდებით? იმაზე რომ ფიქრობენ, როგორმე შეაჩერონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ამაზე რატომ არ ბრაზდებით?


სწორედ ამ და ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არასწორ მხარეს დადგომის გამო, საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ მოგვცა ხმა და თქვენ პირწმინდად წააგეთ ეს არჩევნები. გულსატკენი რაცაა ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა, უამრავი ადამიანი იცნობს ერთმანეთს და საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს. მაგრამ დრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და დრო აჩვენებს სიმართლეს. ყველა შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ქვეყანა მაინც გაიმარჯვებს” - ნათქვამია დავით კაჭარავას მიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031