გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ს: თქვენ ხართ დახურული ტელევიზია და 99%-ს სიცრუეს ტირაჟირებთ

23-10-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" სიცრუის მანქანაა და მათი ინფორმაციების 99 პროცენტი სიცრუეა.


ეს განცხადება ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.


"თქვენი ფურცლები ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, რომლებიც, როგორც წესი, არის სიცრუის შემცველი"-მიმართა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსის მეუღლეს და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს.


"თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ.. ამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ და აჩვენეთ მაყურებელს, რაზეც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი იყო, მაგრამ არცერთს არ შეეკითხეთ, საიდან აქვთ, როგორ აქვთ, ან არის თუ არა ეს მათი საკუთრება. ძალიან ბევრი სიცრუე გამომჟღავნდა, როცა ჩინოვნიკებს სხვის ნაკვეთებს მიაწერდით - მაგალითად, პრემიერ-მინისტრს. მინდა, ტელემაყურებელს თქვენი მუშაობის მანერა ვაჩვენო. თქვენ მაყურებელს ისე აჩვენეთ გადაცემები, რომ არცერთ მათგანის პოზიცია არ გაგითვალისწინებიათ.


ერთადერთი, სესიაშვილი აირჩიეთ რესპონდენტად და მან თქვენ 100-ით 0-ზე მოგიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან მომზადებულები იყავით.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, რაც მის მიმართ გააკეთეთ საერთოდ სირცხვილი იყო, როდესაც აჩვენეთ 20 წლის წინ აშენებული სახლი და ეს სახლი შენდებოდა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ თინეიჯერი ან სტუდენტი იყო და აჩვენეთ, როგორ იყო ის კორუფციაში ჩართული, თანაც, მისი მეზობლის ნაკვეთი გადაიღეთ. ეს თქვენი მუშაობის მანერაა, როდესაც განხსხვავებულ აზრს არ აჩვენეთ მაყურებელს. თქვენ მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, 99%-ს სიცრუეს ტირაჟირებთ და ეს თქვენი მუშაობის კარგი მაგალითია. ამდენი თანამდებობის პირის სახლები გამოიტანეთ და არცერთს არაფერს არ შეეკითხეთ"- მიმართა ივანიშვილმა შოთა უტიაშვილის მეუღლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930