გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილს: ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს ომში

1-12-2024

„ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე!”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს და რომ აშშ-მ გადაარჩინა საქართველო 2008 წელს.


როგორც ქადაგიძე წერს, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს.


„სააკაშვილს მინდა შევახსენო, ამ ნაძირალას, ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე! ახლაც მიზანი იგივე აქვთ, ცდილობენ მოასწრონ, სანამ ადმინისტრაცია შეიცვლება. არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, შენ კი სამშობლოს ღალატისთვის ციხეში იქნები ძალიან დიდხანს, ოღონდ „ვივამედის“ პალატაში არა, ციხეში, სადაც შენი ადგილია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930