გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მას შემდეგ რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის მოლოდინის საპირისპიროდ, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების ფაქტობრივი აღიარება მოახდინა

1-12-2024

„რადიკალური ოპოზიცია, მათი პარტმედია მძიმე დღეშია. მას შემდეგ რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის მოლოდინის საპირისპიროდ, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების ფაქტობრივი აღიარება მოახდინა, ისინი ცდილობენ ეს თემა გააქრონ მათი დღის წესრიგიდან და გადაცემებიდან და გადაფარონ მიტინგური ისტერიით“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.


ანჯაფარიძე ასევე ეხმიანება, აშშ-ს გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე და აცხადებს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს ქარტიაში გაწერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შეჩერებასა.


„ორ თემას მინდა შევეხო

1. რადიკალური ოპოზიცია, მათი პარტმედია მძიმე დღეშია. მას შემდეგ რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის მოლოდინის საპირისპიროდ, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების ფაქტობრივი აღიარება მოახდინა, ისინი ცდილობენ ეს თემა გააქრონ მათი დღის წესრიგიდან და გადაცემებიდან და გადაფარონ მიტინგური ისტერიით. გარდა ამისა, სინქრონულად მათი გარე კურატორები/ლობისტები რომლებიც წესით ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, პირდაპირ თავს ესხმიან ამ ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ფაქტობრივად წინასწარ აბულინგებენ, რომ ეგებ მათთვის სასურველი დასკვნა გამოსტყუონ.


2. აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე, ფაქტობრივად ნიშნავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის მოქმედების შეჩერებას. ეს ფაქტიურად ნიშნავს ქარტიაში გაწერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შეჩერებასაც. ანუ, აღარ გვიჭერთ ამ საკითხში მხარს?! ხვალ რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრას, ხელს არ გაანძრევთ? მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არ მოგწონთ და მაინცადამაინც გინდათ თქვენი აგენტურა იყოს ხელისუფლებაში?! ამისთვის აქ "მაიდანს" გვიწყობთ?,”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031