გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, ამიტომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ეუთო/ოდირის დასკვნის გაბაიბურების მცდელობა

1-12-2024

ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ ისინი არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და ისიც ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიანად, ამიტომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ეუთო/ოდირის დასკვნის გაბაიბურების მცდელობა და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააღრმავეს არჩევნებში წაგების შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ეუთო/ოდირი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და როგორ წესი არჩევნების შეფასებების დროს ყველა საერთაშორისო მოთამაშე პირველ რიგში სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნებს ეყრდნობა.


„მათ უკვე აჰყვნენ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები და ევრო პარლამენტის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ზოგიერთი არადემოკრატიული ქვეყნების გავლენა არის ეუთო/ოდირზე. გულისხმობენ რა თქმა უნდა რუსეთს. აქამდე ეს არავის გახსენებია, აქამდე არავის უხსენებია, თითქოს რაიმე გავლენა აქვს ეუთო/ოდირის დასკვნებზე რუსეთს, ახლა გაახსენდათ, თუმცა რუსეთს იქ აქვს ერთი ხმა, ეუთო/ოდირზე მარტო სახელმწიფოების ხმები კი არ ახდენს გავლენას, იქ არის ძალიან გამოცდილი, დიდი ხნის შექმნილი ადმინისტრაცია, შექმნილი ბიუროკრატია, რომლებიც ძალიან ობიექტურად მუშაობენ და უშეცდომო არავინ არ არის, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია დღეს არის სწორედ ეუთო/ოდირი. არა მხოლოდ ეუთოს ფარგლებში, არამედ უფრო ფართოდ აწარმოებენ ისინი სადამკვირვებლო საქმიანობას და როგორ წესი შეფასებების დროს ყველა საერთაშორისო მოთამაშე პირველ რიგში სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნებს ეყრდნობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031