გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ერთ წელიწადში "რუსთავი 2" ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს

24-10-2018

"სამწუხაროდ, მე დავბრუნდი პოლიტიკაში და მე მოვახერხებ, რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, რათა ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ"-ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნება"- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეომპანიის ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და "რუსთავი 2" ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და ასეთ სიცრუეში და ასეთ სტერებში აცხოვროს საზოგადოება.


ის, რაც გააკეთეს 9 წლიანი მმართველობის დროს, დღესაც ცდილობენ ისევ ძალადობით სა სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება.

მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი ძლიერი მხარე, ამაში დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი პოლიტიკაში. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი და მე ვარწმუნებსაზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.


დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს. დღეს ოქუაშვილი, რომელიც ბიუჯეტს ფულს არ უხდის, 50 მილიონს, - უტევს სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც წინა მმართველობის დროს, გელაშვილი კინაღამ მოკლეს ცემით, რომ რაღაცარ დაუთმო სააკაშვილს. ქიბარ ხალვაშს პირდაპირ გადაუწვეს ყველაფერი. მთელი ბიზნესის მანიპულირება და ზეწოლა მიდიოდა. დღეს უნდათ დახატონ სიტუაცია, რომ არსებობს სახელმწიფო რეკეტი ივანიშვილის მეთაურობით და ოქუაშვილისგანფულს იღებს, რაც არავითარი ფაქტით არ საბუთდება და ვერც დასაბუთდება, რასაც ადგილი არ ჰქონია. ეს ხალხი ამას ახერხებს, დღეს, როდესაც 9 წლის განმავლობაში ტყავს აძრობდნენ ბიზნესმენებს. მთავარი პროკურორი მოლარე გახლდათ, სამწუხაროდ კიდევ მიწევს ამის შეხსენება და დღეს ეს ხალხი კითხვებს სვამენ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს სწორია. ჩვენ სხვა გზა და სხვა ხელწერა არ უნდა აგვერჩია და სწორად ვაკეთებთ ამას“-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930