გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: მე დღეს ვარ პარტიის თავმჯდომარე ვარ და არაფორმალურობაზე საუბარი უხერხულია

24-10-2018

„მე დღეს ვარ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ ალბათ ცოტა უხერხულია“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ტვ პირველის“, „რუსთავი-2“-ის და „იმედისთვის“მიცემულ ინტერვიუში.


მისი თქმით, პარტია არის ძირითადი, რომელსაც ხელისუფლებაში, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში, თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს უმრავლესობა შესაბამისად პარტიის როლი დიდია.


„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ და მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ“. „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და რუსთავი - 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ სტესებში აცხოვროს საზოგადოება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, ისევე, როგორც 9 წლიანი მმართველობის დროს, დღესაც ცდილობს ისევ ძალადობით და სიცრუით მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება.


„მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს გავამაგრებ. მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარეა, ამაში დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი და მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031