გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან

24-10-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ნეგატივის წყაროა და თუ დღეს "რუსთავი 2"-ს გამოვრთავთ, ქვეყანაში აღმშენებლობის და აღმავლობის მეტს ვერაფერს ვნახავთ.


ეს განცხადება ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.


"ის, რაც გადმოდის "რუსთავი 2"-ის ეთერიდან, 99%-ზე მეტი სიცრუეა.


ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვა შტოებში - ყველა სახელმწიფოში ნორმალური მოვლენაა. შესაძლოა, ხელისუფლებაში გადაცდომაც იყოს, შესაძლოა კორუფციასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს უნდა იყოს საბუთებით დადასტურებული და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.


ამ მხრივ კარგი მაგალითია თუნდაც მირზა სუბელიანის თემა, რომ ჩვენი გუნდის წევრებსაც არავინ ზოგავს.


რაც შეეხება ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, თუ ეკონომიკური კუთხით განვიხილავთ, ჩვენ დღეს რეგიონში ლიდერები ვართ. ხოლო თუ წინა ხელისუფლების დროს შევადარებთ, ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში ზრდის ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ყველა ტელევიზია მოდელირებული იყო, გამოყავდათ ხალხი წითელ-ყვითელი "კასკებით", საზოგადოება შესმული ჰყავდათ, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის. დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი ისე გავიდა ზონიდან. დღეს, მარტო მე ვაშენებ იმაზე მეტს, რაც "ნაცმოძრაობას" აუშენებია"- განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930