გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველ ტურშივე გავიმარჯვოთ

24-10-2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.


„არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალბატონმა სალომემ პირველ ტურშივე გაიმარჯვოს, ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ტვ პირველის“, „რუსთავი-2“-ის და „იმედისთვის“მიცემულ ინტერვიუში.


„მე დღესაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთჯერ შევახსენებ გუნდის წევრებს, ზოგიერთს, აბოლუსუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ პარტიის პოზიციას პატივი სცენ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს.


„საზოგადოებასაც მივმართავ, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლის ნაწილიც არ არის ჩამოყალიბებული, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველ ტურშივე გავიმარჯვოთ, მეორე ტურში კითხვის ნიშანი არ არის, ყველამ კარგად იცის, ვინც კვლევებს ატარებს” - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.


რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ორი ნაწილი. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენით მიმდინარეობს და ამის მოკარნახე და იდეოლოგი ისევ ნაციონალური მოძრაობაა ორი პარტიის სახით.


„ასეთია დღეს რეალობა. ასეთია კონკურენცია და ის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისეთი ბიოგრაფიით, როგორიც ქალბატონი სალომე გახლავთ, პირველივე ტურში გაიმარჯვოს იმ ფონზე, როდესაც ძირითად ოპონენტებად მოიხსენიებიან ნაციონალური მოძრაობის 2-ვე ნაწილი. მე მგონი არაფერი გასაკვირი და გასაოცარი არ არის“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031