24-10-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კორუფციის არსებობის შესახებ განცდები ქვეყანაში ძირითადად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ყალიბდება.
ეს განცხადება ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუში გააკეთა.
"მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლება არის იდეალური და არსად მსოფლიოში ასეთი ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ვის დავუჯეროთ, "რუსთავი 2"-ს?-განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე კომენტარი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დიმიტრი ალავიძის მიმართაც გააკეთა.
"როგორც ვიცი ისინი იყვნენ პროკურატურაში დაბარებული, მათ მიმართ აქვთ კითხვები და ამას არგუმენტები და მტკიცებულებები სჭირდება, და არა "რუსთავი 2"-განაცხადა ივანიშვილმა.