გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე ნათლად დაანახა

24-10-2018

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარტია „ქართულიო ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა. ეკა ბესელიას თქმით, მისთვის მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმას ეხება და გუნდში გარკვეული პიროვნებების უფრო წამოწევას და თვითრეალიზებას გულისხმობს.

 

 

„ვფიქრობ, რომ ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას  სიმართლე და სიცრუე დაანახა, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და  გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. დღეს  საზოგადოებას  ძლიერი მაკონტროლებელი სჭირდება. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის არ სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც ჩვენ დავასრულეთ 2012 წელს.


ასევე ძალიან  მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ვგულისხომობ იმას, რომ საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალში და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც  2012 წლის გამარჯვება მოიტანა. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ დღეს მაქსიმალური რეალიზება და არეალი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930