გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა პაპუაშვილი: ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში ლაპარაკი აუცილებლად დაიწყება

24-10-2018

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში გაიჟღერა ერთმა თემამ, რომელიც ჩემთვის  მნიშვნელოვანია -  ჩვენ ამ საქმეში მოვედით არა იმიტომ რომ  ფარულ ჩანაწერებს ვუსმინოთ, არა იმიტომ რომ ვიღაცის ახირების გამო ღილაკებს ხელი ვაჭიროთ, არამედ იმიტომ რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.

 

 

მისი თქმით, ბევრჯერ რაღაც ფასეულობების აღრევა ხდება.

 

 

“ბევრი ნაცნობი თემა იყო გუშინდელ ინტერვიუში, „რუსთავი2“ რაც არის ქვეყნისთვის ყველამ კარგად ვიცით, მეც მილიონჯერ გამომითქვამს აზრი და ამაზე გაჩერება აღარ მსურს, ერთი მთავარი რაც გაჟღერდა და მე ეს მაქვს გულში, მან თქვა რომ ერთ წელიწადში ეს ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდება და მოწესრიგდება,” - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი.

 

 

„მე იმდენი ფიქრი მაქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი, ინსტიტუციებთან დაკავშირებითაც, რას რა რეფორმა სჭირდება, მე მაქვს ჩემი რამდენიმე წინადადება, აუცილებლად დავსხდებით და დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს.  ამ მომენტმა მიიქცია ჩემი ყურადღება ინტერვიუში, ეს ისეთი ნათქვამია, რომ ამას ყველა თანაგუნდელის აზრის მოსმენა უნდა, აზრები იდეები, რომელიც რაღაც სასწრაფო ცვლილებას საჭიროებს” - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930