24-10-2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
"არავის დაავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარიც და ვალდებულებაც რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, რადგან ნდობა, რომელიც მას ხალხისგან აქვს, მოვალეობასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიცია ჰქონდეს და მნიშვნელვანია, რომ გუშინდელი ინტერვიუთი მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
მნიშვნელოვანია რომ მას აქვს უნარი და შესაძლელობა ხალხის ინტერესების თანახმად იმოქმედოს.
ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით და ცილისწამებით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს და გასაგებია, რომ მათ, ვინც დღეს ივანიშვილის ინტერვიუს აკრიტიკებს, უბრალოდ არ მოსწონს სიმართლე, რომელიც მან თქვა და რომელიც აუცილებლად უნდა ეთქვა,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.