გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცა

24-10-2018

„მე როგორც ეკონომიკის  ექსპერტი ამ კუთხით მინდა შევხედო ყოფილი პრემიერის გუშინდელ ინტერვიუს.  ბიძინა ივანიშვილმა პასუხი ძალიან ბევრ კითხვას გასცა. შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის დარჩა კითხვები, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკურ ჭრილში რაზეც იყო საუბარი, ბიზნესთან ურთიერთობა, მისი ხელშეწყობა  და ასე შემდეგ, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის პასუხები საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო. ის რომ ერთი ბიზნესმენი ამბობს ქვეყანში, რომ მხოლოდ მას ატერორებენ და ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს და  თან, როდესაც ეს ბიზნესმენი ხან ტელევიზიას იშველიებს, ხან ოპოზიციას, თან ამის კარგად შეფუთვის შესაძლებლობა აქვს, ეს ქვეყანაში გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის, რომლის საფუძველიც ნამდვილად არ არსებობს.  ერთი და ორი ბიზნესმენი არ არსებობს ამ ქვეყნაში და მე არ გამიგია, რომ ბიზნესმენების მიმართ რაიმე ტიპის რეპრესიებს ჰქონდეს ადგილი“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

ვახტან ჭარაიამ საერთაშორისო გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ინდექსზეც ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ ქვეყანა ოცეულშია.

 

ვახტანგ ჭარაიას თქმით, პრემიერის განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი“-ის მიმართის ზეწოლად და მუქარად ვერ აღიქვამს.

 

„ეს არანაირად არ იყო ზეწოლა. ჯერ ერთი იქიდან დავიწყებ, რომ სურდეს ვინმეს აგრესიის განხორციელება  ვინმეს წინააღმდეგ ის ამას სააჯაროდ და ტელევიზიით კი არ გააკეთებს, პირიქით ფარულად გააკეთებს. ამ განცხადებას მუქარად და ზეწოლად ვერ აღვიქვამ“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930