გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის ერთადერთ ძალას წარმოადგენს, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია

24-10-2018

საპარლამენტო უმრავსელობის წარმომადგენლის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება“ და მისი თავმდჯომარე, ბიძინა ივანიაშვილი ქვეყნისთვის ერთადერთ ძალას წარმოადგენს, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.


ეს განცხადება მან გუშინდელ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთან დაკავშირებით გააკეთა.


„გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგენს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც  შეუძლია აბსოლუტურად ყველა პრობლემას გაუმკლავდეს, ყველა მონაპოვარი შეინარჩუნოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია 2012 წლიდან და ქვეყანა წაიყვანოს წინ - ევროპისკენ და უკეთესი მომავლისკენ.

 

ბიძინა ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სამწუხაროდ, პარტიული დღის წესრიგით შეიარაღებული ჟურნალისტი დესტრუქციულ ნიადაგს ქმნიდა და საზოგადოებამ ვერ შეძლო და ვერ გაიგო იმაზე მეტი, რაც ითქვა, მას შეეძლო უფრო მეტის გაგება. ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავი პასუხი ყველა კითხავს გასცა და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

 

მედიასივრცე და მთლიანად საარჩევნო გარემო არის ისეთ რეჟიმში გადაყვანილი, როდესაც ყოველგვარი მორიდების გარეშე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ე.წ ლიდერები კადრულობენ ყველა ტყუილს და სიბინძურეს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და დაანახა საზოგადოებას სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ტელევიზია თავისი დღის წესრიგით ცდილობდა ამისთვის ხელი შეეშალა.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის ყოველგვარი ექსცესების გარეშე, საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ის მოსკოვს, კგბ-ს და პუტინს არ დაუჭერს მხარს. მწამს, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს  საქართველოს, ევროპას  და სალომე ზურაბიშვილს“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930