გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ კაპანაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები „რუსთავი2”-ზე ზეწოლად ნამდვილად ვერ აღიქმება

24-10-2018

ექსპერტის, ვასილ კაპანაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე ზეწოლად ვერ აღიქმება.


„რუსთავი2-ზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ზეწოლად ნამდვილად ვერ  აღიქმება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირიქით შესთავაზა მათ, რომ ჩვენ დაგეხმარებით იმაში, თქვენ ოპონენტებიც ხშირად მოიწვიოთ  თქვენს ეთერში და გარკვეულწილად დააბალანსოთ თქვენი სიუჟეტები, ეს იყო  მთავარი არსი და ძალიან სამწუხაროა, როდესაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა ეს ერთგვარ ზეწოლად ტელეკომპანიაზე აღიქვა.

 

ნამდვილად არ იყო მუქარის მესიჯები ივანიშვილის განცხადებაში, ეს ივანიშვილს არც ახასიათებს და ჩვენს დღევანდელობაში მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, ზედმეტად თავისუფალიც კი ცოტა რილიური გადახვევით თუ შევხედავთ იმიტომ რომ მედია უფრო მეტად უნდა იყოს პროფესიონალური. ამაში ვხედავ მე პრობლემას და  არა იმაში, რომ  ვინმემ შეიძლება დღეს მედიაზე მოახდინოს ზეწოლა. ასბოლუტურად  თავისუფალია „რუსთავი2“, აბსოლუტურად თავისუფალია „ტვ პირველი“, სხვა მედიასაშუალებებიც, უბრალოდ აქ არის პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბარი და ძალიან კარგი იქნება, თუ  ხელისუფლების მხრიდან იქნება გარკვეული შეთავაზებები  ტელეკომპანიის მისამართით, რომ მათ უფრო დაბალანსებული ეთერი შესთავაზონ მაყურებელს“, - განაცხადა ვასილ კაპანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930