გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის აქციონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება

4-12-2024

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის აქციონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაშვილის არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა.


„სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არ არის საფრანგეთის მოქალაქე, თუმცა ადრე იყო და ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე.


შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930