24-10-2018
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით ტელევიზიაში კომპიუტერები მასიურად დავირუსდა.
ამის შესახებ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რას ეძებთ „რუსთავი 2“-ის კომპიუტერებში? ცდებით თუ გგონიათ, რამე ჩანაწერს ვინმე კომპიუტრში ინახავს.
ორი დღეა ავარიულ რეჟიმში ვმუშაობთ, სისტემა დაავირუსეს და კომპიუტერები ერთმანეთის მიყოლებით ითიშება.
სახელად gvaramia და meladze კომპიუტერებად ვირუსის შეტევის მთავარი ობიექტები იყვნენ. გვარამიას ეგ კომპიუტერი ორი წელია აღარ აქვს“-წერს მელაძე.