24-10-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით „რუსთავი 2“- ს არანაირი ოპონირების რეჟიმი აღარ აქვს.
„ფაქტია, რომ „რუსთავი2“ ნეგატივზეა ორიენტირებული და ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებით იმ ნაწილს აჩვენებს, რაც ჩვენც კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს. არანაირი ოპონირების რეჟიმი „რუსთავი2’’-ს აღარ აქვს, გასაკუთრებით ბოლო პერიოდში.
რაც შეეხება ტელევიზიის დახურვას, ეს ის პერიოდი აღარ არის, როდესაც გვარამია პროკურორი იყო. ტელევიზიებში აღარ ვარდებიან და არც შევარდებიან“ -განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანიასთან საუბრისას.