17-01-2018
მექსიკის აღმოსავლეთ ნაწილში მყვინთავების ჯგუფმა მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინა. Guardian-ის ცნობით, მისი სიგრძე, დაახლოებით, 347 კილომეტრია.
მყვინთავების მიერ აღმოჩენილი მღვიმეთა სისტემა, რომელიც ცნობილია Sac Actun-ის სახელით და 263 კილომეტრის სიგრძისაა, უკავშირდება 83-კილომეტრიან მღვიმეთა სისტემას, Dos Ojos-ს.
წყალქვეშა არქეოლოგის გილერმო დე ანდას თქმით, ამ აღმოჩენით რეგიონის მდიდარი კულტურის განვითარების გაგება იქნება შესაძლებელი, რომელიც მაიას ტომის ცივილიზაციას უკავშირდება.
"ამით საშუალება გვეძლევა, უფრო გასაგები გახდეს, მაიას ტომი როგორ რიტუალებსა და ლოცვებს ასრულებდა, ვიდრე პროესპანელთა ხალხი დასახლდებოდა,"- თქვა მან Reuters-თან.
იუკატანის ნახევარკუნძულზე, სადაც წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, მაიას ტომის ქალაქები მდებარეობდა, რომელიც მიწისქვეშა წყლებს უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ბუნებრივი მიწისქვეშა წყალი განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობის იყო მაიას ტომისთვის და მათი შთამომავლები ახლაც განაგრძობენ რეგიონში დასახლებას.