გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფაქისო მოჩოჩოკო: აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია

24-10-2018

ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო აცხადებს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან თავისუფალია, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს.


ამის შესახებ მან პირველი არხის კითხვისსაპასუხოდ განაცხადა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის თემაზე ურთიერთბრალდებები დადაპირისპირებები იქონიებს თუ არა გამოძიების პროცესზე გავლენას ან იქნება თუ არა მასალებზე თანდართული.


მოჩოჩოკოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, იგი აგროვებს ინფორმაციას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.


„ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზეარაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალიიქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაცმოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930