გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

24-10-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რ.ჯ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, ღამის საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ.-მ მეზობელს შ.დ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით სამი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობების შედეგად შ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმავე დღეს, შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930