24-10-2018
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი ლაშა ტალახაძის მიმართ აგორებულ კამპანიას სოციალური ქსელით ეხმიანება და მას მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ! ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია. არ შეიძლება, მას ვინმემ რამე კადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო! ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს,“- წერს გენო პეტრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული მეორედ მოიპოვა.
ლაშა ტალახაძის მიმართ ნეგატიური კამპანია მას შემდეგ ააგორეს, რაც ის საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა.