გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახსენით მოლაპარაკებები - ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან - მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

6-12-2024

„არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, - საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ. პეტიციაში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. მოქალაქეებიის მოთხოვნაა, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.


„ჩვენ, კეთილდღეობის მოსურნე საზოგადოება ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან. გვინდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენთვის, საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც ბოლო დღეებია ხდება ჩვენს ქვეყანაში.


ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა - არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა - ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან, როგორც ფიზიკურს ისე ფსიქოლოგიურს - დაუშვებელია ქართველი- ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ამ გზით გვინდოდეს ევროპული მომავლის შენება!


ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით, მომავალი ვერ აშენდება და ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც ცხადყოფს მათი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად - მივმართავთ ევროკავშირს - გახსენით მოლაპარაკებები.


#გახსენითვაწერთ“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031