24-10-2018
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ტელემედიისს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.
ამ მიზნით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს - “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრა NEWS”-ს, “კავკასიას” და “იბერია TV”-ს იწვევს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.
სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.
ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“-აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
შეხვედრა ტექნო პარკში გაიმართება.