გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ნოემბრის თვეში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

7-12-2024

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის   54  ფაქტი გამოავლინეს.

 

სამართალდარღვევებიდან  53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

 

ქვეყნის მასშტაბით,  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის,  10 - იმერეთის სატყეო სამსახურის,  3 - ქვემო ქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის  ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622  ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1197  კუბური მეტრი შეადგინა.


რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.


ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება  ტყის აღდგენის ღონისძიებებია,  რომელიც  ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობა სააგენტოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში. სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031