გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გვინდა ჩვენს ფეხბურთს ის დიდება დავუბრუნოთ , რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა

24-10-2018

„დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენსქვეყანაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში, სფფ-ის ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

„ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ, ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს და ამიტომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც დღეს ჩვენი ფეხბურთი განიცდის. მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს,რომელიც სულს და გულს დებს ამ საქმეში. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ეროვნული ნაკრების განსაკუთრებული წარმატების ფონზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს და დღევანდელი დღეც, ამ ბაზის მოწყობაც, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში. გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში, უფრო ადრე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის წევრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელიც, ნამდვილად, სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ ეს საქმე, ასეთი ხარისხით და ასეთი სახით ვერ გაკეთდებოდა, რომ არ იყოს მთელი გული და სიყვარული ჩადებული იმ საქმეში, რომელიც კეთდება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ და მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ლევანს, ისევე თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც არის ჩართული ამ, ნამდვილად, საშვილიშვილო საქმეში. მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და მინდა ვუსურვო მათ ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930