გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა თუთბერიძე: მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი

7-12-2024

ეს აქცია არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი, - აცხადებს „თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილი ლიდერი და „კმარას" დამფუძნებელი, თეა თუთბერიძე, თბილისში ბოლო კვირის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.


მისი თქმით, არ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა პერფორმანსზე და ცეკვა-თამაშზე, ვინაიდან მხოლოდ კარვების გაშლით ხელისუფლება არ დაფრთხება, შესაბამისად, თუთბერიძე ფიქრობს, რომ აქციას არ უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი.


„ხელისუფლება გასცდა კონსტიტუციის ჩარჩოებს, ხელისუფლებამ გააყალბა და მიიტაცა ადამიანების არჩევანი და ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ახლა იქ უნდა დავდგეთ, ვითამაშოთ ფერადი ბურთებით, გადავაწოდოთ წიგნები ერთმანეთს, გავაკეთოთ რაღაც პერფორმანსები. მე არ ვფიქრობ, რომ ამ აქციას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კარვების გაშლით და იქ ცეკვა-თამაშით ვინმე დაფრთხება და ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის თავისი მიზნების შესრულებაზე", - აღნიშნავს თეა თუთბერიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930