გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება - ასეთი დანაშაული მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს აწყობს!

8-12-2024

„ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.


მისი განცხადებით, ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული და სასტიკად დაისაჯოს ჩამდენი.


„ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეს წარმოადგენს მსხვერპლი და რას არ უნდა აკეთებდეს, ასეთი დანაშაული, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! სასწრაფოდ, სასწრაფოდაა გამოსაძიებელი და უსასტიკესად დასასჯელი ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა! ასეთ დროს, ასეთი დანაშაული მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს აწყობს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031