გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: პარტნიორებმა უნდა გადახედონ საკუთარ მარაგებს და თუ იქ არაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის იქნება შესაძლებელი, მაშინ საქმე ფულის გამოყოფაშია

12-02-2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარტნიორების მიერ უკრაინის დახმარებაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მათ საკუთარ მარაგებს უნდა გადახედონ.


პისტორიუსის თქმით, თუ პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ მარაგები ამოეწურათ, მათ უკრაინას ფინანსური დახმარება უნდა გაუწიონ, ისე, როგორც გასულ წელს.


„ყველა პარტნიორი უფრო ინტენსიურად უჭერს მხარს უკრაინას და მათ კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ საკუთარ მარაგებს, რათა გადაწყვიტონ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ მათ მარაგებში არაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის იქნება შესაძლებელი, საქმე ფულის გამოყოფას ეხება. გასულ წელს 1 მილიარდი ევროს მოზიდვა მოვახერხეთ“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930