გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჟურნალისტზე თავდასხმა და მით უმეტეს ამ ფორმით, ამორალური და ამაზრზენია

8-12-2024

„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მით უმეტეს, არის ამორალური“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.


„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მით უმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია, არამედ ამორალური და ამაზრზენია. მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. როდესაც ვნახე ეს კადრები, ყველას ველაპარაკე ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი. ეს [თავდამსხმელი] არ არის პოლიციელი, არც სპეცრაზმელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები. მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა. ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა?! მინდა გამოძიებას ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა და ე.წ. კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031