გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

9-12-2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი.


საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.


„საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ხაზი გაესვა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.


განხილულ იქნა საერთო ევროპული ფასეულობები და ხაზი გაესვა, როლს, რომელიც წმინდა საყდარს შეუძლია ითამაშოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.


მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის პროცესში წმინდა საყდრის მნიშვნელოვანი როლი. მხარეებმა გამოხატეს სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930