გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატი: თამაზ ქვლივიძეზე ფიზიკური ზეწოლა მოხდა და მან დაზიანებები მიიღო

17-01-2018


კლუბ „ბასიანის“ ინციდენტზე დაკავებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატი მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. როგორც  ზაზა მესხმა  მედიასთან განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და ამ მიზნით გამოიყენა დანა. მისივე თქმით, გამოძიებას ეს მტკიცებულებები  წარედგინება.

 

გადაწყვეტილება უკანონოა, დაუსაბუთებელი. მოსამართლეზე, სამწაროდ, მოხდა ზეწოლა და ს ვერ გაუძლო. მოხდა ზეწოლა საზოგადოების მხრიდან, იმ თანამშრომლების და ბასიანის მფლობელების მხრიდან, რომლები უსირცხვილო განცხადებებს აკეთებენ.

 

აქამდე ამას არ ვამბობდი, მაგრამ ახლა ვიტყვი- იმ დაცვის თანამშრომლების და სხვა თანამშრომლების მიერ მოხდა ფიზიკური ზეწოლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. გამოძიების ეტაპზე წარვადგენ მკიცებულებებს თ რა დაზიანება მიიღო  მან და რა გახდა იმის მიზეზი, რომ მას დანა ამოეღო“-განაცხადა ადვოკატმა.

 

კლუბ „ბასიანში“ მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031